ანალენა ბერბოკი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებას გამორიცხავს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებას გამორიცხავს.
მისი თქმით, სანქციების შემსუბუქების შემთხვევაში გერმანია „ორმაგად დაექვემდებარება შანტაჟს“.
„ეს იქნება მოწვევა ყველასთვის, ვინც არღვევს ადამიანის უფლებებს, თავისუფლებას და დემოკრატიას, რადგან რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი ყველაზე სასტიკი გზით", - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, ბერლინი მხარს დაუჭერს უკრაინას, სანამ მას ეს მხარდაჭერა დასჭირდება.
“ამიტომ, ჩვენ შევინარჩუნებთ ამ სანქციებს და ამავე დროს, უზრუნველვყოფთ, რომ საზოგადოება არ გაიყოს ჩვენს ქვეყანაში",- აღნიშნა ბერბოკმა.
ცნობისათვის, მემარცხენე პარტია Die Linke-ისა და ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) დეპუტატებმა მოითხოვეს სანქციების შემსუბუქება, რაც, მათი შეფასებით, გერმანიის ეკონომიკაზე ზეწოლის შემცირების გზაა.

























