უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის შეტევა და ორი სოფლის აღების მცდელობა შეაჩერეს

ჩვენმა ჯარისკაცებმა წარმატებით შეაჩერეს მტრის თავდასხმის მცდელობები ბახმუტის მიმართულებით, კოდემასა და ბელოგოროვკას მიდამოებში, აგრეთვე სოფლების, სპორნოესა და ვერშინას აღების მცდელობა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ოკუპანტებმა ძლიერი წინააღმდეგობა მიიღეს, მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს და უკან დაიხიეს.

„სევერსკის მიმართულებით მოწინააღმდეგე უკრაინა-რუსეთის საზღვრის მონაკვეთის გაძლიერებულ დაცვას აგრძელებს. ხარკოვის მიმართულებით მტერი ცდილობს შეინარჩუნოს ოკუპირებული ტერიტორიები და ხელი შეუშალოს ჩვენი ჯარების სახელმწიფო საზღვრისკენ წინსვლას. მტერი ცეცხლს უხსნიდა პეტროვკას, როდნოეს, სოსნოვკას, სლატინოს, პრიშიბის, რუსკი ტიშკის და სხვა დასახლებების ტერიტორიებზე ტანკებიდან, ნაღმმტყორცნებიდან და არტილერიიდან.

სლავიანსკის მიმართულებით მტერი ცდილობს გააუმჯობესოს ტაქტიკური მდგომარეობა და შეტევითი ოპერაციების ჩატარება სლავიანსკის მიმართულებით. მან არტილერიით ესროლა დიბროვნოეს, პოდოლოვკას, მაზანოვკას, ადამოვკას, ჩეპილის, კრასნოპოლიეს, კურულკას და სხვა ტერიტორიებს.

დონეცკის მიმართულებით მტერი აგრძელებს ცეცხლის გახსნას უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილების წინააღმდეგ არტილერიიდან და ტანკებიდან, ახორციელებს დაზვერვას, ცდილობს აღმოაჩინოს სისუსტეები ჩვენი ჯარების დაცვაში. ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ბახმუტისა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებზე, ცდილობს გადაადგილდეს სოლედარისა და ბახმუტის მიმართულებით“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, კრამატორსკის მიმართულებით, მოწინააღმდეგე ახორციელებს გადაჯგუფებას, რათა განაახლოს შეტევა სევერსკის მიმართულებით.

„მტერმა არტილერიის გამოყენებით ცეცხლი გახსნა კრამატორსკის, ზაკოტნის, გრიგორევკას და სხვა ტერიტორიებზე. საჰაერო დარტყმები განახორციელა ვერხნეკამენსკოეს მახლობლად. კურახოვოს, ნოვოპავლოვსკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე ოკუპანტებს აქტიური ოპერაციები არ ჩაუტარებიათ. საჰაერო დარტყმები განხორციელდა კამენკას მახლობლად. ჩვენმა დამცველებმა ვოდიანოეს მახლობლად მტრის შეტევის სწრაფად ჩაახშვეს. მტერმა უგლედარის ტერიტორიაზე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო და საჰაერო დარტყმა განახორციელა,“- ნათქვამია ანგარიშში.

გენშტაბში აცხადებენ, რომ იუჟნობუჟსკის მიმართულებით, ოკუპანტები სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურის სისტემატურ დაბომბვას ახორციელებდნენ. მათ სარაკეტო თავდასხმა მოაწყვეს მიკოლაივზე და საჰაერო დარტყმები განახორციელეს ბოლშოი არტაკოვოსა და ოლგინოს რაიონებში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა