ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - რუსული ძალები ირწმუნებიან, რომ სივერსკის შემოგარენში შევიდნენ

რუსული და ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის პრორუსული სეპარატისტული ძალები აცხადებენ, რომ უკრაინის დონბასის რეგიონის სივერსკის შემოგარენში შევიდნენ, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ყოველდღიური ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, რუსული ძალები ნელ-ნელა მიიწევენ დასავლეთისკენ და ახორციელებენ თავდასხმებს ლისიჩანსკიდან სივერსკის მიმართულებით, რათა გახსნან გზა სლოვიანსკისა და კრამატორსკისკენ.

„ბახმუტი, სავარაუდოდ, შემდეგი მიზანი იქნება, როგორც კი სივერსკი იქნება გარანტირებული“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, „ომის შესწავლი ინსტიტუტის” ცნობით, რუსეთი სავარაუდოდ ამზადებს უფრო ფართომასშტაბიან შეტევას სლოვიანსკი-სივერსკი-ბახმუტის ხაზის გასწვრივ. ამერიკულმა ანალიტიკურმა ცენტრმა განაცხადა, რომ რუსეთი აგრძელებს საბრძოლი პაუზას, რადგან, სავარაუდოდ ახორციელებს მზადებას უფრო გადამწყვეტი შეტევისთვის.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს