ოლექსი რეზნიკოვი - წლის ბოლომდე, ბრძოლის ველზე უკრაინის სასარგებლოდ, სერიოზული ცვლილებები იქნება

ბრძოლის ველზე უკრაინის სასარგებლოდ სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა Financial Times-ს განუცხადა.

„ამ წლის ბოლომდე, ბრძოლის ველზე უკრაინის სასარგებლოდ, სერიოზული ცვლილებები იქნება. ვიმედოვნებ, რომ მიმდინარე წელს ჩვენ ვნახავთ კონტრშეტევით ოპერაციას და რომ ის წარმატებული იქნება“, - განაცხადა მინისტრმა.

რეზნიკოვის თქმით, უკრაინა შორი მანძილის მეტ სისტემას მიიღებს, კონკრეტულად HIMARS -ის ზალპური ცეცხლის ამერიკულ რეაქტიულ სისტემებს, რომლებმაც მინისტრის შეფასებით, „უკვე შეცვალეს თამაშის წესები ომში“.

„უკრაინა უკანასკნელი 3 კვირის განმავლობაში რუსულ საბრძოლო მასალის საწყობებზე დარტყმების განსახორციელებლად ფრონტის ხაზის მიღმა HIMARS-ს იყენებდა, რომლის შედეგადაც რუსეთის ფედერაციის საარტილერიო მანქანა დაზიანდა“,- განაცხადა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებს თავდაპირველად ეშინოდა, რომ უკრაინაში HIMARS-ის გაგზავნა ომის ესკალაციას გამოიწვევდა, მაგრამ ახლა, მისი თქმით, პარტნიორები უფრო მეტს გაუგზავნიან, მათ შორის რაკეტებს რომლის მიზნის განადგურების რადიუსი 300 კილომეტრია.

„ვფიქრობ ეს ეტაპობრივი მოძრაობაა. ჩვენ ვაძლევთ მათ მტკიცებულებას, რომ HIMARS-ის სიზუსტით გამოყენება შეგვიძლია“,- განაცხადა რეზნიკოვმა.

თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა დასძინა, რომ დასავლურ იარაღს უფრო დიდი დიაპაზონი აქვს და უფრო ზუსტია, ვიდრე საბჭოთა ეპოქის ძველ უკრაინულ არტილერიას, ამიტომ ახლა უკრაინელი სამხედროების დანაკარგები მნიშვნელოვნად შემცირდა საშუალოდ 100 ადამიანთან შედარებით,რაც ჯერ კიდევ მაისში დონბასში საშუალოდ ერთი დღის განმავლობაში ფიქსირდებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო