უკრაინის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირს მოუწოდებს, რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიაროს

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან საუბრისას, ევროკავშირს მოუწოდა, აღიაროს რუსეთი ტერორისტულ ქვეყნად. ამის შესახებ შმიგალმა Telegram-ში განაცხადა.

„ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან საუბრისას მოვუწოდე ევროკავშირს, აღიაროს რუსეთი ტერორისტულ ქვეყნად. მისი არმია ხომ სისტემატურად ახორციელებს ტერორისტულ აქტებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სარაკეტო დარტყმები ვინიცას ცენტრზე, უნივერსიტეტებზე მიკოლაევში, სავაჭრო ცენტრზე კრემენჩუკში, რკინიგზის სადგურზე კრამატორსკში - ეს ყველაფერი არის ტერორიზმი, რომელსაც შესაბამისი საერთაშორისო განმარტება უნდა ჰქონდეს“, - აღნიშნა პრემიერმა.

როგორც Ukrinform-ი იტყობინება, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა მანამდე გამოცემა Politico-სთვის გამოქვეყნებულ სტატიაში დაწერა, რომ რუსეთის „ტერორისტულ სახელმწიფოდ“ აღიარებას მნიშვნელოვანი სამართლებრივი შედეგები მოჰყვება უკრაინის ომის კონტექსტში და გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული დაუყოვნებლივ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა