ოპერატიული სარდლობა - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთით 50-მდე ოკუპანტი, ტანკი და 8 ჰაუბიცა გაანადგურეს

უკრაინელმა დამცველებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, გასული დღის განმავლობაში, 47 რუსი აგრესორი, ასევე მნიშვნელოვანი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა, მათ შორის რვა ჰაუბიცა, გაანადგურეს, - ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ იტყობინება.

„ჩვენმა მოიერიშე თვითმფრინავმა მტრის პირად შემადგენლობასა და აღჭურვილობაზე დარტყმის განხორციელება ორჯერ მოახერხა ნოვოგრიგორევკასა და დავიდოვ ბროდში“, - აცხადებენ სარდლობაში.

მათივე ცნობით, მტერი ცდილობდა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებისთვის კახოვკას რაიონში კა-52 ტიპის ვერტმფრენებიდან ცეცხლის გახსნით ზარალი მიეყენებინა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და უკრაინელ სამხედროებს შორის დანაკარგები არ ყოფილა.

„მტრის დანაკარგები, ბოლო დღის განმავლობაში, არის: 47 სამხედრო, ექვსი Msta-B ჰაუბიცა, ორი 122 მმ-იანი ჰაუბიცა, T-62 ტანკი, რვა ჯავშანმანქანა და 14 საავტომობილო ტექნიკა“, - აცხადებენ ოპერატიულ სარდლობაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო