რუსულმა ძალებმა უგლეგორსკის თბოსადგურზე შეტევა განაახლეს

რუსულმა ძალებმა უგლეგორსკის თბოელექტროსადგურზე შეტევა განაახლეს, ბრძოლა გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, დონეცკის მიმართულებით მტერმა ზაკეტნის, სივერსკის, გრიგოროვკას, ტატიანოვკას, დონეცკის და რაიგოროდოკის რაიონები დაბომბა. უკრაინელმა დამცველებმა წარმატებით მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმა სპორნოე-ივანო-დარიევკას მიმართულებით.

„ბახმუტის მიმართულებით, მტერმა საჰაერო დარტყმები განახორციელა ბერესტოვოსა და ნიუ-იორკის დასახლებებთან. განახორციელა საარტილერიო დაბომბვა ბერესტოვოეს, სოლედარის, ზვანოვკასა და სემიგორიეს რაიონებში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გენშტაბის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ჩაახშვეს მტრის შტურმის მცდელობა დოლომიტნოე-ნოვოლუგანსკისა და დოლომიტნოე-სემიგორიეს მიმართულებებით.

„იგივე ბედი ეწიათ ოკუპანტებს როტა-ვერშინას მიმართულებით. მტერმა უკან დაიხია. გადაჯგუფების შემდეგ, მტერმა განაახლა შეტევა უგლეგორსკის თბოელექტროსადგურზე, ბრძოლა გრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა