შალვა პაპუაშვილი - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინახოთ ის ბუნება, რომელიც აქ არის, შევინახოთ ის ისტორია, რომელიც აქ არის და შევინახოთ ის ტრადიცია, რომელიც აქ არის

აქ თითოეული მთა, სოფელი და ბილიკი ინახავს ჩვენ ისტორიას და როდესაც ჩვენ ამ ბილიკებზე დავდივართ, ამ მთებს შევყურებთ, ამ სოფლებში ვართ თანაზიარნი ვართ იმ ისტორიის, რომელიც ამ რეგიონმა ასე სათუთად შემოგვინახა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოფელ ომალოში განაცხადა, სადაც მთის კვირეულის ფარგლებში თუშეთში იმყოფებოდა.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შევინახოთ ბუნება და ისტორია.

„მივესალმები აქედან მთლიანად საქართველოს. მივესალმები ადგილიდან, რომელიც მართლაც უნიკალური ბუნების და კულტურის საგანძურია. აქ თითოეული მთა, სოფელი და ბილიკი ინახავს ჩვენ ისტორიას და როდესაც ჩვენ ამ ბილიკებზე დავდივართ, ამ მთებს შევყურებთ, ამ სოფლებში ვართ და ამ სახლებს ვხედავთ, თანაზიარნი ვართ იმ ისტორიის, რომელიც ამ რეგიონმა ასე სათუთად შემოგვინახა. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინახოთ ის ბუნება, რომელიც აქ არის, შევინახოთ ის ისტორია, რომელიც აქ არის და შევინახოთ ის ტრადიცია, რომელიც აქ არის",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე განცხადებით, ინფრასტრუქტურული კუთხით რაც უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება ადამიანები ოჯახებით, მეგობრებით და სტუმრებით ამოვლენ თუშეთში და დატკბებიან იმ სილამაზით, რომელის აქ დახვდებათ.

"პრემიერ-მინისტრმაც ახსენა მთის კანონი, რომელმაც ბევრი შეღავათი მისცა მთაში მცხოვრებ ადამიანებს იმისთვის, რომ ისინი დაუბრუნდნენ თავის მამა-პაპისეულ სახლებს, იმისთვის რომ აქ მცხოვრებ ადამიანებს ცხოვრების ღირსეული პირობები ჰქონდეთ და მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეს პირობები იქნეს უზრუნველყოფილი. კიდევ ერთხელ გილოცავთ მთის დღეს და მთის კვირეულს, თუშეთობას. მოვუწოდებ ყველას ამოვიდნენ თავისი ოჯახებით, მეგობრებით, სტუმრებით, დატკბნენ აქაური სილამაზით და ამ ემოციებით დაბრუნდნენ ბარში"-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სოფელ ომალოში გამართულ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტისა და მთავრობის წევრები დაესწრნენ.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა