უკრაინაში კიდევ ორი რუსი ოფიცერი მოკლეს

უკრაინაში კიდევ ორი რუსი ოფიცერი დაიღუპა. კერძოდ, ლიკვიდირებულია უფროსი ლეიტენანტი და საჰაერო სადესანტო ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ ესიპოვი და რუსული არმიის კაპიტანი ოლექსი კრილატიხი. "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერი ანატოლი შტეფანი „ტელეგრამის“ გვერდზე ავრცელებს.

უკრაინელმა ჯარისკაცმა განადგურებული მოწინააღმდეგეების ფოტო გამოაქვეყნა, თუმცა არ დააკონკრეტა როდის, სად და როგორ მოხდა მათი ლიკვიდაცია.

„ვიაჩესლავ ესიპოვმა გადადგა „კეთილი ნების ნაბიჯი“- ის ოფიციალურად დენაციფიცირებული და დემილიტარიზებულია. ოლექსი კრილატიხმა ასევე გადადგა „კეთილი ნების ნაბიჯი, ისიც ოფიციალურად დენაციფიცირებული და დემილიტარიზებულია“,- განაცხადა ანატოლი შტეფანმა.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა