საუდის არაბეთმა ნავთობის მოპოვების გაზრდაზე თანხმობა განაცხადა

საუდის არაბეთმა ნავთობის მოპოვების გაზრდაზე თანხმობა განაცხადა. გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან პრინც მოჰამედ ბინ სალმანის შეხვედრას მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Insider არაბული ქვეყნების ლიდერების სამიტზე პრინცის სიტყვით გამოსვლაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„საუდის არაბეთის პრინციპი მაჰმუდ ბინ სალმინი დათანხმდა ნავთობის მოპოვების გაზრდას დღეში, დაახლოებით, 4 მილიონი ბარელით - ანუ 13 მილიონ ბარელამდე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთის როგორც ენერგომწარმოებლის მნიშვნელობა რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შემდეგ გაიზარდა, რამაც ნავთობზე ფასების ზრდა გამოიწვია.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა