ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს მოუწოდა ფრთხილად იყვნენ საინფორმაციო ველზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს მოუწოდა ფრთხილად იყვნენ საინფორმაციო ველზე. ამის შესახებ მან თავის ვიდეომიმართვაში ისაუბრა, რომელიც პრეზიდენტის „ტელეგრამის“ გვერდზეა გამოქვეყნებული.

„რამდენი ადამიანი შეაშინა დღეს რუსეთის მიერ უკრაინაზე მასობრივ სარაკეტო დარტყმაზე გავრცელებულმა „ფეიკმა“? ყველაფერი იმის შემდეგ, რაც ხდებოდა წინა კვირების განმავლობაში, დნეპრის, ვინიცის, ჩასივ-იარის შემდეგ, რამდენი ნერვები ფუჭდება საშინელებების ყოველდღიური ტირაჟირებით, ნებისმიერი ანონიმური წყაროს ნდობის გამო“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, ეს ზოგჯერ არაჯანსაღ ფორმებს იძენს, როდესაც სოციალური ქსელებით და საიტებით ვრცელდება განგებ „ჩაყრილი“ ინფორმაციები რუსეთიდან, რომელთა მიზანია გაზარდონ სარაკეტო და საარტილერიო ტერორი საინფორმაციო ტერორითაც.

„ამიტომ ჩვენ გვჭირდება ერთგვარი ემოციური სუვერენიტეტიც, რომ არ ვიყოთ დამოკიდებულები იმაზე, რას უშვებს მტერი ჩვენს წინააღმდეგ, რათა მხარი არ ავუბათ უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო თამაშს, რათა გვქონდეს ძალა გაცნობიერებულად აღვიქვათ ნებისმიერი ინფორმაცია, ნებისმიერი შეტყობინება, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ისინი და დავინახოთ, ვის და რაში სჭირდება ისინი, სჭირდება თუ არა ეს უკრაინას და გვიმსუბუქებს თუ არა გამარჯვებისკენ სავალ გზას“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ზოგჯერ საინფორმაციო იარაღს ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე ჩვეულებრივს.

„ცალსახაა, რომ ნებისმიერი რაკეტითა და არტილერიით რუსეთი ვერ შეძლებს ჩვენი ერთიანობის გატეხას და ვერ გადაგვახვევინებს ჩვენი გზიდან. ასევე ცხადი უნდა იყოს, რომ უკრაინული ერთიანობის გატეხა შეუძლებელია ტყუილით, დაშინებით, „ფეიკებით“ ან შეთქმულების თეორიებით“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა