დიმიტრი მედვედევი - უკრაინაში ოპერაციის მიზნები მიღწეული იქნება

უკრაინაში რუსული „სპეცოპერაციის“ მიზნები მიღწეული იქნება და ვინც კიევის რეჟიმს ფულს და იარაღს აძლევს, ამას გარკვეულ მომენტში გააცნობიერებს. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ამ ოპერაციის მიზნები მიღწეული იქნება. ისინი დაკავშირებულია საფრთხის აღმოფხვრასთან და უკრაინის ხელმძღვანელობის დენაციფიკაციასთან და დემილიტარიზაციასთან; იმ საფრთხის მოცილებასთან, რომელიც უშუალოდ არსებობს ჩვენი ქვეყნისთვის. მე ვფიქრობ, რომ რაღაც მომენტში, ამას ისინიც აცნობიერებენ, ვინც დღეს კვებავს ამ რეჟიმს, ვინც ფულს აძლევს, აწვდის სამხედრო ტექნიკას, რომ ეს კონფლიქტი განუსაზღვრელი დროით გაგრძელდეს, რადგან ეს არ შედის მთლიანად ევროპის ინტერესებში“,- განაცხადა მედვედევმა დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან შეხვედრაზე სტალინგრადის ბრძოლის დაწყების წლისთავზე.

მან იმედი გამოთქვა, რომ ევროპელი ლიდერები ერთ მშვენიერ დღეს გააცნობიერებენ ამას, ისევე როგორც ისინი, ვინც გადაწყვეტილებებს იღებენ კიევში, თუმცა იმედი ამისა საკმაოდ მცირეა.

ომის ვადებთან დაკავშირებით საუბრისას, მედვედევმა განაცხადა, რომ „ასეთი ქმედებები არ ატარებს მომენტალურ ხასიათს“.

„არსებობს გარკვეული გეგმები იმისა, თუ როგორი სახით ვითარდება მსგავსი ოპერაციები. ამ დროისთვის "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა" უკვე გათავისუფლებულია ნაცისტებისგან, პროფაშისტური ძალებისგან, რომლებმაც გარკვეული დროით იქ ხელისუფლება დაიკავეს. სხვა ნაწილში სპეცოპერაცია გრძელდება. მართლაც, იქ ჩვენი ბიჭები, როგორც ეს 80 წლის წინ იყო, ჩვენი სამშობლოსთვის იბრძვიან“,-განაცხადა მედვედევმა.

დიმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რომ უკრაინას ყირიმზე თავდასხმის შემთხვევაში, განკითხვის დღე ელოდება.

„ცალკეული ეგზალტირებული, სისხლიანი ჯამბაზები, რომლებიც დროდადრო ჩნდებიან იქ რაღაც განცხადებებით, ასევე ცდილობენ დაგვემუქრონ ყირიმზე თავდასხმით და ა.შ. ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ აშკარაა - მათ ესმით ასეთი განცხადებების შედეგები. შედეგები კი აშკარაა, რომ თუ მსგავსი რამ მოხდება, ყველა მათგანისთვის ერთდროულად დადგება განკითხვის დღე. ძალიან სწრაფად და მძიმედ. ძალიან რთული იქნება დამალვა",- განაცხადა მედვედევმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო