რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის დასახლება პეჩენეგი დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი - დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სოფლის გამგებელზე, ალექსანდრ გუსაროვზე დაყრდნობით ავრცელებს,
„დაბომბვა, რომელმაც დღეს ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ნებისმიერ მომენტში შეიძლება განმეორდეს. ძალიან გთხოვთ, იყავით ყურადღებით და ფრთხილად, დარჩით თავშესაფრებთან ან დაბომბვისგან დასაცავ საიმედო ადგილებთან ახლოს, ”- აღნიშნა მან.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ოკუპანტებმა სუმის ოლქის სამი თემიც დაბომბეს.