უკრაინელებმა სამხრეთით 36 ოკუპანტი, მოწინააღმდეგის ტექნიკა და საბრძოლო მასალების საწყობები გაანადგურეს

უკრაინელმა დამცველებმა ქვეყნის სამხრეთით, მიკოლაივის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე 36 ოკუპანტი, ტექნიკა და საბრძოლო მასალების ორი საწყობი გაანადგურეს, - ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ იუწყება.

მათივე ცნობით, დღის განმავლობაში რუსული საოკუპაციო ჯარების დანაკარგები მოიცავს 36 ოკუპანტს, ორ ერთეულ სარაკეტო-საზენიტო სისტემა Pantsir-S1-ს, რადიოლოკაციის სადგურს, 11 ერთეულ ჯავშანტექნიკასა და ავტომობილს.

მიკოლაივის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ასევე განადგურებულია საბრძოლო მასალის ორი საწყობი.

სარდლობაში აცხადებენ, რომ შავ ზღვაში დგას 2 სარაკეტო ხომალდი, რომელიც აღჭურვილია „კალიბრის“ ტიპის საკრუიზო რაკეტით. ასევე განთავსებულია 3 დიდი სადესანტო ხომალდი.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
უკრაინულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ WhiteBIT საკუთარი ტოკენის გაშვების შესახებ გამოაცხადა
ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის ფინალური შეხვედრა გაიმართა