ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა არასოდეს მიიღებს კანადის გადაწყვეტილებას „ჩრდილოეთ ნაკადი 1“-ის ტურბინასთან დაკავშირებით - ეს მხოლოდ ტურბინას არ ეხება, ეს არის სანქციების დაცვის საკითხი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, მან კანადის პრემიერ-მინისტრს, ჯასტინ ტრუდოს განუცხადა, რომ უკრაინელები არასოდეს მიიღებდნენ კანადის გადაწყვეტილებას გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 1“-ის ტურბინასთან დაკავშირებით.

„აღვნიშნე, რომ უკრაინელები არასოდეს მიიღებენ კანადის გადაწყვეტილებას „ჩრდილოეთ ნაკადი 1“-ის ტურბინასთან დაკავშირებით “, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ტურბინის გერმანიისთვის გადაცემა სანქციების დარღვევაა.

“ეს საკითხი მხოლოდ ტურბინას არ ეხება. ეს არის სანქციების დაცვის საკითხი. თუ ახლა ერთი დაირღვევა, სხვების დარღვევა დროის საკითხია. რუსეთი მიზანმიმართულად ახორციელებს გაზით შანტაჟს და სანქციების დარღვევის პროვოცირებას, არსებობს საკმარისი მარშრუტები რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტისთვის და ყველა ქვეყანამ უნდა დაიცვას პრინციპები”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, კანადამ რამდენიმე დღის წინ მიიღო გადაწყვეტილება, „ჩრდილოეთ ნაკადი 1“-ის ექსპლუატაციისთვის საჭირო შეკეთებული ტურბინა დააბრუნოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო