ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 38 450 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

24 თებერვლიდან 18 ივლისამდე პერიოდში, უკრაინულმა ძალებმა 38 450 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს მტრის 1687 ტანკი, 3886 ჯავშანტექნიკა, 849 საარტილერიო სისტემა, 248 ზალპური სარაკეტო სისტემა, 113 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 220 თვითმფრინავი, 188 ვერტმფრენი, 690 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 15 გემი/ნავი, 2753 ერთეული სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი, 70 ერთეული სპეცტექნიკა.

























