მიხაილო პოდოლიაკი - ნებისმიერი „გაყინული კონფლიქტი" ნიშნავს ომს, რომელიც რამდენიმე წელიწადში დაბრუნდება - ომის დასასრულებლად ერთადერთი გზა რუსეთის დამარცხებაა

უკრაინა არ არის კორეა, რუსეთი არ არის კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, ნებისმიერი "გაყინული კონფლიქტი" ნიშნავს ომს, რომელიც რამდენიმე წელიწადში დაბრუნდება - კარგად მომზადებული და უფრო სისხლიანი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერში“ წერს, სადაც ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების ყოფილის სარდლის, ჯეიმს სტავრიდისის განცხადებას ეხმაურება.

„უკრაინა არ არის კორეა, რუსეთი არ არის კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა. განსხვავებული კონტექსტი, განსხვავებული მასშტაბები. ნებისმიერი "გაყინული კონფლიქტი" ნიშნავს ომს, რომელიც რამდენიმე წელიწადში დაბრუნდება - კარგად მომზადებული და უფრო სისხლიანი. ერთადერთი გზა ომის დასასრულებლად და ევროპაში უსაფრთხოების დასაბრუნებლად რუსეთის დამარცხება და ტერიტორიების გათავისუფლებაა“, - წერს პოდოლიაკი.

ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების ყოფილმა სარდალმა, ჯეიმს სტავრიდისმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, შესაძლოა, ოთხიდან ექვს თვეში „გაყინულ კონფლიქტად“ იქცეს.

ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე - ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის ჯარიმები ძვირდება - პირველადი ჯარიმა 50 ლარი დარჩება, ყოველი შემდგომი დაჯარიმებისთვის კი თანხა გაიზრდება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.08.2022
თენგიზ ფხალაძე - რუსეთის ყველა უკანონო ნაბიჯი მოითხოვს რეაგირებას, მოსკოვმა უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, დუმილით კი ამას ვერ მივაღწევთ
საქართველოში „ვებსტერის უნივერსიტეტის“ უცხოელი პროფესორების ვინაობა ცნობილია
BTU მსოფლიოს წამყვან კიბერუსაფრთხოების ორგანიზაციასთან თანამშრომლობას იწყებს
Fitch-მა "ლიბერთის" საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი "სტაბილურად" შეაფასა
„მოასწარი ზაფხული“ - ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხებზე დაიწყო