ოლენა ზელენსკა 20 ივლისს აშშ-ის კონგრესს მიმართავს

ოლენა ზელენსკა 20 ივლისს აშშ-ის კონგრესს მიმართავს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ინფორმაციით, უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა 20 ივლისს აშშ-ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გამოსვლაზე პალატისა და სენატის ყველა წევრია მიწვეული.

როგორც CNN-ი იუწყება, პირველი ლედის გამოსვლა ვაშინგტონის დროით 11:00 საათზეა დაგეგმილი.