უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთით 65 ოკუპანტი, მტრის ტექნიკა და საბრძოლო მასალების საწყობები გაანადგურეს

სამხრეთით, მიკოლაივის ოლქის სნიგირევკას რაიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ საბრძოლო მასალის საწყობსა და საოკუპაციო ძალების პირად შემადგენლობას დაარტყა, - ამის შესახებ „სამხრეთის“ ოპერატიული სარდლობა იტყობინება.

მათივე ცნობით, გასული დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთ ფრონტზე 65 რუსი ოკუპანტი გაანადგურეს. გარდა ამისა, საოკუპაციო ჯარების ერთი დღის დანაკარგები მოიცავს : ერთ კომპლექსურ საკომუნიკაციო მოწყობილობა „Redut-2US“-ს და 11 ერთეულ ჯავშანტექნიკასა და საავტომობილო ტექნიკას.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე დაარტყეს რუსული იარაღისა და აღჭურვილობის და საბრძოლო მასალის საწყობს რაისკოეს დასახლების მახლობლად დასაბრძოლო მასალის საცავს ბერისლავთან ახლოს. ეს ობიექტები განადგურებულია, ოკუპანტების დანაკარგები კი ზუსტდება.

ამასთან, ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ცნობით, შავ ზღვაში „კალიბრის“ ტიპის 16 რაკეტით აღჭურვილი 2 ხომალდი და 4 დიდი სადესანტო ხომალდია განლაგებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო