ლუგანსკის გუბერნატორი - რუსები ლუგანსკში პატიმრებს ფრონტზე აგზავნიან

რუსები თითქმის განუწყვეტლივ ბომბავენ როგორც ლუგანსკის ოლქს, ასევე დონეცკის ოლქის დასახლებულ რაიონებს, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი, სერჰი გაიდაი „ტელეგრამში“ იუწყება.

მისი თქმით, „დღის განმავლობაში ოკუპანტები ერთდროულად ოთხი მიმართულებით ცდილობდნენ თავდასხმის განხორციელებას“.

ამასთან, სერჰი გაიდაი აცხადებს, რომ რუსეთი დონბასის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებით მობილიზაციას ახორციელებს.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისინი უკვე ახორციელებენ ყველას მობილიზაციას, ვისაც კი ხედავენ. კრიმინალური მუხლებით გასამართლებულ პატიმრებსაც კი აგზავნიან ფრონტზე“, - აცხადებს გუბერნატორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა