მარიუპოლის მერის მრჩეველი - დაახლოებით ათასი რუსი დამპყრობელი კოლონებად, სამხედრო ტექნიკასთან ერთად, ზაპოროჟიეს მიმართულებით გადაადგილდა

დაახლოებით ათასი რუსი დამპყრობელი კოლონებად, სამხედრო ტექნიკასთან ერთად, ზაპოროჟიეს მიმართულებით გადაადგილდა, - ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველი, პიოტრ ანდრიუშჩენკო თავის „ტელეგრამ“ არხზე წერს.

მისივე ინფორმაციით, ოკუპანტების უმეტესობა 23 წელზე ნაკლები ასაკისაა, ზოგიერთი მათგანი შესაძლოა, ახალწვეულიც იყოს.

„რუსი სამხედროები, დაახლოებით 1 000 არაადამიანი, რომლებიც დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქების საზღვარზე იმყოფებოდნენ, დემიანივკა - სტაროდუბოვკა - ზახაროვკას ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში, სამხედრო ტექნიკასთან ერთად დილით კოლონებით გადავიდნენ ზაპოროჟიეს მიმართულებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა