ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - 24 თებერვლის შემდეგ ლუგანსკის ოლქი 300 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა

ამ დრომდე ცნობილი არ არის, რამდენი ადამიანი რჩება ლუგანსკის ოლქში, არც დაღუპულებზე არსებობს ზუსტი მონაცემები, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ აღნიშნა.
მისივე თქმით, ლუგანსკის ოლქში ვითარება ძალიან რთულია და არსად ყოფილა იმდენად ინტენსიური ცეცხლი, როგორც ეს დონეცკსა და ლუგანსკში.
„ჩვენ არ ვიცით, რამდენი დაიღუპა, რამდენად ინტენსიური შეიძლება ყოფილიყო დაბომბვა, რომ ადამიანები ვერ ახერხებდნენ დაღუპულების გაყვანას რამდენიმე დღის, ზოგ შემთხვევაში კი კვირის მანძილზე. ისინი, ვინც ცდილობდნენ გარდაცვლილთა გაყვანას და მათ დაკრძალვას, შეიძლება თავადაც გარდაცვლილიყვნენ შემდგომი დაბომბვისას. ძალიან რთული ვითარებაა და ასეთი ინტენსიური ცეცხლი არ ყოფილა არსად უკრაინაში, მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები ხვდებოდა მსგავსი დაბომბვის ქვეშ“,- განაცხადა გაიდაიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ 24 თებერვლის შემდეგ ლუგანსკის ოლქიდან გავიდა 300 ათასზე მეტი ადამიანი.

























