რუსებმა კრამატორსკს დაარტყეს, არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ კრამატორსკის ცენტრალურ ნაწილზე დარტყმა განახორციელეს, არის მსხვერპლი, - ამის შესახებ კრამატორსკის მერმა ალექსანდრ გონჩარენკომ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
"თავდასხმა კრამატორსკის ცენტრალურ ნაწილზე. არის მსხვერპლი. ადგილზე სპეციალისტები და მაშველები მუშაობენ", - განაცხადა მერმა.
ცნობისათვის, რუსებმა დღეს დილით კრამატორსკზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. დარტყმა ადგილობრივ ქარხნებზე განხორციელდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

























