გიორგი ამილახვარი - ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილს შეეხო დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი, რა ხდება ამ შემთხვევაში? - პასუხი არ არსებობს

თუ დეოლიგარქიზაციის კანონი შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ეს მას დიდად არც დააზარალებს. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანი გასულია პოლიტიკიდან, - ამის შესახებ დეპუტატმა გიორგი ამილახვარმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე „რევანშისტული“ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს, თუ მათ უკან მდგომს ნამდვილად შეეხება დეოლიგარქიზაციის კანონი და სწორედ ეს არის ოპოზიციის წუხილის მიზეზი.

ბიძინა ივანიშვილი არ არის პოლიტიკაში, არც არანაირი ამბიცია არ გააჩნია, არც არანაირი ბიზნესი არ გააჩნია. თუ გვინდა, რომ ცხოვრების უფლება ავუკრძალოთ ამ ადამიანს ამ ქვეყანაში, ეს მაშინ სხვა განზომილებაში მიდის, მაგრამ ნებისმიერი საფუძველი, პრინციპი და ინდიკატორი დაასახელონ, ფინანსური შესაძლებლობა, გავლენა, ჩარევა, ვერცერთ მათგანში უბრალოდ ვერ მოხვდება ეს ადამიანი, რადგან ამის არანაირი ფაქტი და მტკიცებულება არ არის. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ ვხედავთ, რომ არიან ადამიანები საკმაოდ შეძლებულები, რომლებიც დღეს მედია საშუალებებს აფინანსებენ, პოლიტიკურ პარტიებს არიან ამოფარებული და სხვადასხვა პარტიულ შეკრებებს აანონსებენ, ამას არ გავცეთ პასუხი? მეტსაც გეტყვით, რატომაა ეს ასეთი შემაშფოთებელი? თუ ეს კანონი შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ეს მას დიდად არც დააზარალებს. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანი გასულია პოლიტიკიდან და აქ ცოტა სხვა მღელვარებასთან ხომ არ გვაქვს საქმე? რადგან რამდენიმე რევანშისტული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს თუ უკან მდგომს ნამდვილად შეეხება ეს მე მგონი, აქ გვაქვს წუხილები.

ვთქვათ, შეეხო ბიძიან ივანიშვილს ეს კანონი, არ ვიცი როგორ, მაგრამ შეეხო, რა ხდება ამ შემთხვევაში? ბიძინა ივანიშვილმა დატოვოს პოლიტიკა? ოპოზიციას არაფერი არ აქვს პასუხად. პასუხი არ არსებობს. ისევ კლიშეების და იარლიყების მიწებება, რასაც არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილზე, ხელისუფლების სხვადასხვა შტოების წარმომადგენლებზე აკეთებენ. თუ მიზანი გვაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დატოვოს პოლიტიკა, ბიძინა ივანიშვილი არ არის პოლიტიკაში და თუ ვინმეს ამის ეჭვი აქვს, მაშინ ამას სჭირდება დასაბუთება“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

გიორგი ამილახვარმა გადაცემაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაკავებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „სახელისუფლებო წრეებიდან არავინ მასთან ვაჭრობას არაფერზე არ აპირებს“.

„სახელისუფლებო წრეებიდან არავინ მასთან ვაჭრობას არაფერზე არ აპირებს, ამას პირდაპირ გეტყვით. არაფერი ჩვენ მასთან სავაჭრო არ გვაქვს. სისტემას არაფრის მხილება არ ჭირდება, ეს არის ისეთი ორგანო, სისტემა, სადაც ბუნებრივად თავს იყრის საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, ადამიანებზე, სახელმწიფოზე, ორგანიზაციებზე და სხვადასხვა ქვეყნებზე. მას ბუნებრივია ამაზე წვდომა ჰქონდა და თუ ეს აქვს უკანონოდ მოპოვებული, გამოტანილი და ეს უნდა გამოაქვეყნოს, აქ უკვე ფაქტი ცხადყოფს, რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ამილახვრის შეფასებით, აღმოჩნდა, რომ სოსო გოგაშვილი 8 ბინას და 4 მანქანას ფლობს, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს.

„ჩემთვის პირადად ძალიან გასაოცარია ერთი რამე, რომ მას შემდეგ რაც ამ ადამიანმა დატოვა აღნიშნული პოზიცია, რამდენიმე წელია ის აღარ იკავებს ამ პოზიციას, აგერ აღმოჩნდა, რომ 8 ბინას ფლობს და 4 მანქანას. არ ვიცი, საიდან ეს ქონება? საიდან დაგროვდა ეს ყველაფერი, საიდან მოვიდა? ეს კითხვის ნიშნები ჩნდება, რასთან გვაქვს საქმე. ამას ალბათ გამოძიება თავად იტყვის, მაგრამ რა პოლიტიზებაზეა საუბარი? ადამიანი ჩვენი გუნდის ყოფილი წევრია და იკადრა უკადრებელი, არა თუ უკადრებელი, პირდაპირ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ამას მიეცემა თავისი სამართლებრივი შეფასება და ჩვენი მხრიდან რაში უნდა ჭირდებოდეს „ქართულ ოცნებას“ რომ მიაწებოს პოლიტიკური დევნილის თუ პატიმრის სტატუსი მაშინ, როცა არანაირ, არც მნიშვნელოვან საფრთხეს და არც არაფერს ჩვენთვის არ წარმოადგენს“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა