ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს მხოლოდ პორტების განბლოკვის მიზნით, გაეროს შუამავლობით, აწარმოებს

დღეს უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს მხოლოდ უკრაინის პორტების განბლოკვის მიზნით აწარმოებს. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

„რაც შეეხება რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებს, დღეს ერთადერთი მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩვენი პორტების განბლოკვის შესახებ. ისინი იმართება ჩვენი სამხედროებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე, მაგრამ მხოლოდ გაეროს შუამავლობით“, - განაცხადა ერმაკმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ის რუსებთან არ ურთიერთობს“, ამავდროულად კავშირშია გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან.

"ვფიქრობ, გარკვეული პროგრესი გვაქვს. მაგრამ ჩვენთვის ნომერ პირველი საკითხი უსაფრთხოებაა. ჩვენ ნამდვილად არ გვჯერა რუსების - ეს გასაგებია", - განაცხადა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა