ევროკავშირსა და უკრაინას შორის 1 მილიარდი ევროს ოდენობით მაკროფინანსური დახმარების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

ევროკავშირსა და უკრაინას შორის 1 მილიარდი ევროს ოდენობით მაკროფინანსური დახმარების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეხუთე თვეს ევროკავშირმა უკრაინასთან ერთად, ხელი მოაწერა მემორანდუმს მაკროფინანსური დახმარების პირველი ტრანშის 1 მილიარდი ევროს ოდენობის გაცემის შესახებ.

ამის შესახებ Twitter-ზე ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა დაწერა.

„ევროკავშირის სახელით უკრაინასთან გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რათა უზრუნველყოს მაკროფინანსური დახმარება 1 მილიარდი ევროს ოდენობით, საგანგებო დაფინანსების სახით. ეს თანხა გადაირიცხება ივლისის ბოლოს უკრაინის მთავრობისა და ხალხის მხარდასაჭერად" , - განაცხადა დომბროვსკისმა.

მისივე თქმით, ახლა უკრაინის ეკონომიკა საომარ მდგომარეობაშია და ევროკავშირი განაგრძობს კიევისთვის დახმარების აღმოჩენას.