უკრაინელებმა სამხრეთში მტრის სატანკო ოცეული და სამეთაურო პუნქტები გაანადგურეს

უკრაინელებმა სამხრეთში მტრის სატანკო ოცეული და სამეთაურო პუნქტები გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, სამხრეთ ფრონტზე რუსი ოკუპანტების რამდენიმე სამეთაურო პუნქტი, საკონტროლო სადგური და ლოგისტიკური ბაზა გაანადგურეს. საერთო ჯამში, მტერმა დაკარგა 41 ჯარისკაცი და 12 ერთეული ტექნიკა, - ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ იუწყება.

„ჩვენი სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფების მიერ საცეცხლე მისიების შესრულებისას განადგურდა რამდენიმე სამეთაურო პუნქტი, საკონტროლო სადგური და მტრის ლოგისტიკური მხარდაჭერის ბაზა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ დღის განმავლობაში, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, გაანადგურეს 41 ოკუპანტი, სუ-35 ტიპის ერთი თვითმფრინავი, ერთი უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი, სამი „გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, სამი ერთეული Мста-Б ჰაუბიცა, ერთი საკომუნიკაციო და ერთი ჩვეულებრივი საავტომობილო ტექნიკა.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე გაანადგურეს კიდევ ერთი საარტილერიო საცავი ხერსონის ოლქის ბრუსკინსკის რაიონში.

სარდლობის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მოიერიშე თვითმფრინავმა დაარტყეს მტრის სატანკო ოცეულს ლოზოვოიეს რაიონში.