დნეპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - რუსმა ოკუპანტებმა ნიკოპოლი დაბომბეს, გაისროლეს 30-ზე მეტი რაკეტა - არის მსხვერპლი

დნეპროპეტროვსკის  სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - რუსმა ოკუპანტებმა ნიკოპოლი დაბომბეს, გაისროლეს 30-ზე მეტი რაკეტა - არის მსხვერპლი

მტერმა ღამით ნიკოპოლი დაბომბა, დაიღუპა ორი და დაშავდა ცხრა ადამიანი, - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო „ტელეგრამში“ იუწყება.

„გრადებიდან“ ნიკოპოლში საცხოვრებელ კვარტალს გამიზნულად ესროდნენ. გაისროლეს 30-ზე მეტი რაკეტა. წინასწარი ინფორმაციით, ორი ადამიანი დაიღუპა, ცხრა - დაშავდა“, - წერს რეზნიჩენკო.

მისივე ინფორმაციით, ექვსი დაშავებული საავადმყოფოში იმყოფება, მათ შორის ოთხი ბავშვია.

„დაბომბვის შედეგად სამი კერძო სახლი მთლიანად განადგურდა, დაახლოებით ათი - დაზიანდა“, - აცხადებს რეზნიჩენკო.

მაშველები ნანგრევების დემონტაჟს აგრძელებენ.