უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი - მტერი ბახმუტზე თავდასხმას და უგლეგორსკის თბოსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობს

მტერი აწარმოებს სამხედრო ოპერაციებს ბახმუტის მიმართულებით, რათა შექმნას პირობები ქალაქ ბახმუტზე თავდასხმისა და უგლეგორსკის თბოსადგურის აღებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

„ხარკოვის მიმართულებით, მტერმა საცეცხლე დარტყმა მიაყენა მოსპანოვოს, პეტროვკას, რუსკი ტიშკის, ბაზალიევკას, პეჩენეგის, ცირკუნის, პიტომნიკის, დემენტიევკას, კორობოჩკინოსა და პრუდიანკას დასახლებების ტერიტორიებს.

სლავიანსკის მიმართულებით, ტანკებიდან და არტილერიიდან დაბომბა დოლინას, კრასნოპოლიეს, კონსტანტინოვკას, ჩეპილის, გუსაროვკასა და ადამოვკას ახლომდებარე ტერიტორიები“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ინფორმაციით, დონეცკის მიმართულებით აგრესორმა საარტლიერიო ცეცხლი გაუხსნა კრამატორსკის, სევერსკის, სერებრიანკას, გრიგორიევკას, ვერხნეკამენსკის, სპორნის, ივანო-დარიევკას დასახლებების ტერიტორიებს.

„საჰაერო დარტყმა განახორციელა ვერხნეკამენსკის მახლობლად. ატარებს თავდასხმის ოპერაციებს ივანო-დარიევკას მიმართულებით, ბრძოლა გრძელდება.

ავდიივკას, ნოვოპავლოვსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებით, დაბომბვა დაფიქსირდა ნოვობახმუტოვკას, უგლედარის, ნოვოპოლის, პოლტავკას, გულიაიპოლეს, კამენსკოეს და სხვა დასახლებებში. მტერმა ავდიივკას მახლობლად ავიაიერიში განახორციელა“, - აცხადებენ გენშტაბში.

ანგარიშის თანახმად, იუჟნობუგსკის მიმართულებით მოწინააღმდეგე აგრძელებს უპილოტო საფრენი აპარატებით სადაზვერვო მოქმედებების განხორციელებას. ამასთან, გენშტაბის ინფორმაციით, შავი ზღვის წყლებში განთავსებულია „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების სამი გადამზიდი ხომალდი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა