დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო - რუსეთი დონბასის რეგიონში მიზნების მინიმალურ დონეზე მიღწევას აგრძელებს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, რუსეთი დონბასის რეგიონში მიზნების მინიმალურ დონეზე მიღწევას აგრძელებს. ამის შესახებ რუსეთ-უკრაინის ომის თაობაზე მორიგ სადაზვერვო ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ინფორმაციით, მდინარე დნეპრის გადასასვლელების კონტროლი სავარაუდოდ, დონბასის რეგიონში მიმდინარე ბრძოლების შედეგისთვის გადამწყვეტი ფაქტორი იქნება.

„რუსეთი დონბასში მიზნების მინიმალურ დონეზე მიღწევას აგრძელებს. 19 ივლისს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ უკრაინულმა ძალებმა მდინარე დნეპრზე მდებარე ანტონოვსკის ხიდს დაარტყეს. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულმა მასალებმა ხიდის სავალ გზაზე აშკარა საბრძოლო დაზიანება აჩვენა. დიდი ალბათობაა, რომ ხიდი ვარგისიანი დარჩეს, მაგრამ ეს რუსული ძალებისთვის არის მთავარი დაუცველობა. ეს არის ერთ-ერთი გზა, იმ ორი გზის გადასასვლელიდან დნეპრზე, რომლითაც რუსეთს შეუძლია მისი ძალების მომარაგება და გაყვანა მდინარის დასავლეთით ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს ტერიტორია მოიცავს ქალაქ ხერსონს, რომელიც პოლიტიკურად და სიმბოლურად რუსეთისთვის მნიშვნელოვანია. მდინარე დნეპრის ქვედა დინება ბუნებრივ ბარიერს წარმოადგენს. დნეპრის გადასასვლელების კონტროლი სავარაუდოდ, რეგიონში ბრძოლების შედეგში გადამწყვეტი ფაქტორი იქნება“, - ნათქვამია ანგარიშში.

გიორგი კუნაძე - რუსეთის რეჟიმის  კრახი გარდაუვალია, დღეს უკვე ცხადად ჩანს, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2022
ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე - ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის ჯარიმები ძვირდება - პირველადი ჯარიმა 50 ლარი დარჩება, ყოველი შემდგომი დაჯარიმებისთვის კი თანხა გაიზრდება
საქართველოში „ვებსტერის უნივერსიტეტის“ უცხოელი პროფესორების ვინაობა ცნობილია
BTU მსოფლიოს წამყვან კიბერუსაფრთხოების ორგანიზაციასთან თანამშრომლობას იწყებს
Fitch-მა "ლიბერთის" საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი "სტაბილურად" შეაფასა
„მოასწარი ზაფხული“ - ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხებზე დაიწყო