მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, მომზადდა პირველადი ვერსიები საკანონმდებლო ინიციატივის, რომლის მიზანიც სასამართლოებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პრაქტიკის გამოყენებაა

„ქართული ოცნების“ დეპუტატის მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის ფორმატში მომზადდა პირველადი ვერსიები საკანონმდებლო ინიციატივისა, რომლის მიზანიც საქართველოს სასამართლოებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პრაქტიკის გამოყენებაა.

როგორც ცნობილია, ეს ერთ-ერთია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 12 რეკომენდაციას შორის. აღნიშნული რეკომენდაციის შესრულებაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი მუშაობს.

სარჯველაძის განცხადებით, პროექტებზე მუშაობა გაგრძელდება, რომლის შედეგადაც განსაზღვრულ ვადაში შესაძლებელი იქნება საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობის დასრულება და მისი ჯერ კომიტეტის სხდომაზე წარდგენა, ხოლო შემდგომ - ინიცირება.

„კომიტეტმა აქტიურად დაიწყო მუშაობა ამოცანაზე, რომლის შედეგადაც წახალისდება და გაიზრდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების მეშვეობით დამკვიდრებული პრაქტიკის გამოყენება საქართველოს სასამართლოების იურისპრუდენციაში.

ამ მიზნით გასულ კვირას სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომლის შემადგენლობაშიც, უმრავლესობის წევრი დეპუტატების გარდა, ერთიანდებიან ოთხი ოპოზიციონერი დეპუტატი, შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სამუშაო ჯგუფმა წინა კვირაშივე გამართა გაფართოებული შეხვედრა საკითხით დაინტერესებულ საზოგადოებასთან. შეხვედრაზე შეგროვდა იდეები და ინიციატივები აღნიშნული ამოცანების შესასრულებლად. ამის საფუძველზე სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული იქნა პირველადი ვერსიები საკანონმდებლო ინიციატივისა, რომელიც უკვე გაეგზავნათ შესაბამის დაინტერესებულ პირებს. სამუშაო ვერსიები ასევე გამოქვეყნდა პარლამენტის ვებ-გვერდზეც“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო