სვენ მიქსერი - დეოლიგარქიზაცია უნდა განიხილებოდეს, როგორც სისტემური საკითხი

დეოლიგარქიზაცია უნდა განიხილებოდეს, როგორც სისტემური საკითხი, მნიშვნელოვან პოზიციებზე მნიშვნელოვანი დანიშვნები გამჭვირვალედ უნდა ხორციელდებოდეს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა განაცხადა.

„რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, ვფიქრობ, ეს საკითხი უნდა განიხილებოდეს, როგორც სისტემური საკითხი. ეს ასევე მოიცავს ინკლუზიურობას. მნიშვნელოვან პოზიციებზე მნიშვნელოვანი დანიშვნები უნდა ხორციელდებოდეს ისე, რომ იყოს გამჭვირვალე და არავის, არც რომელიმე ინსტიტუციას ან პოლიტიკურ პარტიას, ჯგუფს, არ აძლევდეს პროცესის მონოპოლიზების საშუალებას. ვფიქრობ, ეს არის სისტემური საკითხი“, – აღნიშნა სვენ მიქსერმა.

მან ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ეს უნდა იყოს კარგად კოორდინირებული პროცესი.

„ვფიქრობ, ჩვენ ძალიან მკაფიო ვიყავით. როგორც ჩანს, მმართველ პარტიას აქვს გეგმა, როგორც ჩანს, გეგმა აქვს ოპოზიციურ პარტიასაც და შესაძლოა, ერთზე მეტი. არასამთავრობოებს აქვთ მოსაზრებები, თუ როგორ უნდა იმუშაონ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება კარგად კოორდინირებული პროცედურა. ვფიქრობ, ყველა პოლიტიკურ ინსტიტუტს თავისი როლი აქვს: პრეზიდენტს, პარლამენტს, პარლამენტის სპიკერს, მაგრამ მნიშვნელოვანია, ეს იყოს ინკლუზიური პროცესი. არის გარკვეული საკითხები, რომელთა გამოც რთულია პროგრესის გაზომვა, მაგრამ შესაძლებელია მისი შეფასება. ერთ-ერთია დეპოლარიზება და ეს გულისხმობს, რომ პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს