ხარკოვში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად 13 წლის ბიჭი დაიღუპა

აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ხარკოვში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად 13 წლის ბიჭი დაიღუპა, რომელიც ავტობუსის გაჩერებაზე იცდიდა. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. ხარკოვის ოლქის გუბერნატორის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული თავდასხმისას გარდაცვლილი მოზარდის 15 წლის დაც დაიჭრა.როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, 20 ივლისს ხარკოვში რუსულ საჰაერო იერიშებს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სარაკეტო დარტყმებისას განადგურდა ახლომდებარე მეჩეთიც.

„ეს არის ტერორის კიდევ ერთი საშინელი აქტი რუსების მხრიდან“, - დასძინა სინეგუბოვმა „ტელეგრამზე“.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
უკრაინულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ WhiteBIT საკუთარი ტოკენის გაშვების შესახებ გამოაცხადა
ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის ფინალური შეხვედრა გაიმართა