უკრაინის გენშტაბი - მტერმა უგლეგორსკის თბოსადგურზე წარუმატებელი იერიში განახორციელა, უკრაინელმა ჯარისკაცებმა ოკუპანტები აიძულეს გაქცეულიყვნენ

ბახმუტის მიმართულებით რუსი აგრესორები წარუმატებლად ახორციელებდნენ თავდასხმის ოპერაციებს უგლეგორსკის თბოელექტროსადგურის ტერიტორიის დაკავების მიზნით - უკრაინელმა ჯარისკაცებმა მტერი აიძულეს, გაქცეულიყო, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხარკოვის მიმართულებით, მოწინააღმდეგემ საარტილერიო ცეცხლი გაიხსნა მოსპანოვეს, პეტრივკას, რუსკი ტიშკის, ბაზალიივკას, პეჩენიჰის, ცირკუნის, პიტომნიკის, დემენტიივკას, კორობოჩკინეს და პრუდიანკას დასახლებებს.

“სლოვიანსკის მიმართულებით, დაბომბვა დაფიქსირდა დიბროვნეს, კრასნოპილიას, ჩეპილის, ადამივკას, ჰრუშუვაჰას მახლობლად.

კრამატორსკის მიმართულებით მტერმა არტილერიით დაბომბა კრამატორსკის, სივერსკის, ჰრიჰორივკას, ზვანივკასა და სპირნეს რაიონები. მტერი ახორციელებს თავდასხმის ოპერაციებს ივანო-დარიივკას მახლობლად, ბრძოლა გრძელდება,” - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, ბახმუტის მიმართულებით მოწინააღმდეგე ახორციელებს საბრძოლო მოქმედებებს ბახმუტზე შეტევის პირობების შექმნისა და უგლეგორსკის თბოელექტროსადგურის ტერიტორიის აღების მიზნით.

“მტერმა განახორციელა სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა როზდოლივკას, ბილოგორივკას, პოკროვსკეს, ნოვა კამიანკას, ბახმუტის, ვერშინას, ნოვოლუჰანსკის, ზაიცევეს, ტორეცკის და სხვა დასახლებების მიდაოებში.

მტერმა უგლეგორსკის თბოელექტროსადგურის ტერიტორიის აღების მიზნით იერიში განახორციელა რაც წარუმატებლად დასრულდა. უკრაინელმა სამხედროებმა აიძულეს ოკუპანტები გაქცეულიყვნენ. ბრძოლა გრძელდება ნოვოლუჰანსკის რეგიონში”, - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, ავდიივკას, ნოვოპავლივკასა და ზაპოროჟიეს მიმართულებებით მოწინააღმდეგე ახორციელებდა სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურის სისტემატურ დაბომბვას სხვადასხვა დასახლების მიდამოებში. იუჟნობუგსკის მიმართულებით კი რუსული ძალების ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია დაკავებული პოზიციების შენარჩუნებაზე.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
უკრაინულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ WhiteBIT საკუთარი ტოკენის გაშვების შესახებ გამოაცხადა
ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის ფინალური შეხვედრა გაიმართა