რუსმა ოკუპანტებმა დონეცკში ორი სკოლა დაბომბეს

რუსულმა ძალებმა დონეცკის ქალაქებში, კრამატორსკსა და კოსტიანტინივკაში ორი სკოლა გაანადგურეს.
დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკომ დანგრეული სკოლების შენობების ფოტოები „ტელეგრამში“ გაავრცელა.
„რუსმა ოკუპანტებმა ორი სკოლა გაანადგურეს - კრამატორსკსა და კოსტიანტინივკაში“, - წერს კირილენკო.

























