ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - რუსული ძალები უგლეგორსკის თბოელექტროსადგურს უახლოვდებიან

რუსული და სეპარატისტული ძალები აგრძელებენ მცირე მასშტაბის თავდასხმებს დონბასის ფრონტის ხაზზე და ასევე უახლოვდებიან უკრაინის სიდიდით მეორე უგლეგორსკის თბოელექტროსადგურს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.

„რუსეთი პრიორიტეტს ანიჭებს ისეთი მნიშვნელოვანი ეროვნული ინფრასტრუქტურის ხელში ჩაგდებას, როგორიცაა ელექტროსადგურები.

თუმცა, ის, ალბათ, ასევე ცდილობს გაარღვიოს უგლეგორსკი საკვანძო ქალაქების, კრამატორსკისა და სლოვიანსკისკენ წინსვლის მცდელობის მიზნითაც“, - ნათქვამია ანგარიშში.

ცნობისათვის, უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსი აგრესორები წარუმატებლად ახორციელებდნენ თავდასხმის ოპერაციებს უგლეგორსკის თბოელექტროსადგურის ტერიტორიის დაკავების მიზნით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა მტერი აიძულეს, გაქცეულიყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა