რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში 358 ბავშვი მოკლეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 358 ბავშვი მოკლეს, - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„21 ივლისის დილისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 358 ბავშვი და დაშავდა 681-ზე მეტი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, გუშინ მოწინააღმდეგის მიერ ხარკოვის მასობრივი დაბომბვის შედეგად 13 წლის ბიჭი დაიღუპა, 15 წლის გოგონა კი დაშავდა.

უკრაინის გენერალური პროკურატურა განმარტავს, რომ დაღუპული და დაშავებული ბავშვების შესახებ მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან გრძელდება მუშაობა დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებზე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა