ხარკოვის დაბომბვის შედეგად ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 11 კი დაშავდა

ხარკოვის ოლქში, გასული დღის განმავლობაში რუსების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად, ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი „ტელეგრამზე“ იუწყება.

„ხარკოვის ოლქში ოკუპანტების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად დღის განმავლობაში 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 13 წლის ბავშვი. დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის 15 წლის გოგონა“, - აცხადებს სინეგუბოვი.

მისივე ინფორმაციით, წუხელ რუსმა ოკუპანტებმა თავდასხმა განახორციელეს ჩუგუევსკის რაიონის მშვიდობიან მოსახლეობაზე. დანგრეულ შენობებს შორის არის კომუნალური კომპანიის შენობა. არსებული ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ამასთან, დღის განმავლობაში მტერმა იერიში მიიტანა ჩუგუევსკის, ბოგოდუხოვსკის, იზიუმსკის რაიონების და ქალაქ ხარკოვის დასახლებებზე. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, სამეურნეო ნაგებობები, გაჩნდა ხანძარი.

ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, მტერი წარუმატებლად ცდილობდა წინსვლას პიტომნიკის დასახლების მიმართულებით, მაგრამ უკრაინელი დამცველები საიმედოდ იცავენ თავიანთ პოზიციებს და აჩერებენ მტრის წინსვლის ყველა მცდელობას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?