რუსებმა ხარკოვი ისევ დაბომბეს, დაიღუპა 2 და დაშავდა 19 ადამიანი

ოკუპანტებმა დღეს დილით ხარკოვი დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა მინიმუმ ორი და დაშავდა 19 ადამიანი, - ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი „ტელეგრამზე“ იუწყება.
მან ქალაქის მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისა და ქუჩებში გამოსვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
„მტერი უტევს ქალაქის ქუჩებს, სავაჭრო პავილიონებს და საცხოვრებელ ინფრასტრუქტურას. ქაოტურად და სასტიკად ისვრის ქალაქში“, - აცხადებს სინეგუბოვი.
მოსახლეობას უსაფრთხო ადგილებში დარჩენისკენ მოუწოდა ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმაც. მისი თქმით, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული უბანი იბომბება.
ხარკოვში საარტილერიო დაბომბვის საფრთხის გამო საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშია გამოცხადებული.

























