ვოლოდიმირ ზელენსკი - არასდროს მიგრძვნია თავი ისე ძლიერად, როგორც ახლა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსულ მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, თითქოს, უკრაინის პრეზიდენტს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ახლა კლინიკაში მკურნალობს.

„დღეს რუსეთმა კიდევ ერთი ყალბი ნიუსი გაავრცელა, რომ თითქოს, სახელმწიფოს არ ხელმძღვანელობს პრეზიდენტი ზელენსკი, რადგან ის საავადმყოფოშია, უფრო სწორად, რეანიმაციაში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით. თუმცა ახლა მე ოფისში ვარ”, - განაცხადა მან ვიდეომიმართვისას.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არასდროს უგრძვნია თავი ისე ძლიერად, როგორც ახლა.

ცნობისთვის, დღეს, უკრაინულ რადიო TAVR Media-ს რადიოსადურების ქსელზე კიბერშეტევა განხორციელდა, რომლის უკანაც სავარაუდოდ რუსი ჰაკერები დგანან. მათ ეთერში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2022
გიორგი კუნაძე - რუსეთის რეჟიმის  კრახი გარდაუვალია, დღეს უკვე ცხადად ჩანს, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია
საქართველოს უძრავი ქონების პირველად ბაზარზე ფასების ცვლილების დინამიკა 2022 წლის ზაფხული (R)
სს ლიბერთი ბანკის საცალო საბანკო საქმის მიმართულების დირექტორად თორნიკე კორძაია დაინიშნა
USAID-ის პროგრამის ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის’’ და  ,,ტრანსფორდის“ ერთობლივი ინიციატივით 43 ადამიანი დასაქმდა