უკრაინის ფინანსთა მინისტრი - წლის ბოლომდე უკრაინა საგარეო დაფინანსების ფარგლებში, 16-17 მილიარდ დოლარს მიიღებს

უკრაინა, ივლისში, 3 მილიარდი დოლარის საგარეო დაფინანსებას ელოდება, წლის ბოლომდე კი, 16-17 მილიარდ აშშ დოლარს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ განაცხადა.

„ამ თვეში 3 მილიარდ დოლარზე მეტს მივიღებთ, ან ველოდებით. წლის ბოლომდე საუბარია 16-დან 17 მილიარდ დოლარზე, იმის გათვალისწინებით, რაც უკვე მიღებულია“, - განაცხადა მინისტრმა.

მარჩენკოს თქმით, ომის დაწყებიდან უკრაინამ დაახლოებით 13 მილიარდი დოლარი მიიღო საგარეო დაფინანსების სახით, მათ შორის, ივნისში 4,4 მილიარდი დოლარი.

ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობა ცდილობს ბიუჯეტის ყოველთვიური დეფიციტი 5 მილიარდი დოლარის ფარგლებში შეინარჩუნოს და „ამ ჩარჩოს შესამცირებლად აუცილებელი გადაწყვეტილებებიც კი მიიღოს“.

მისი თქმით, საუბარია არა გადასახადების გაზრდაზე, არამედ საგადასახადო ბაზის გაფართოებაზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა