რობერტა მეცოლა - უკრაინის დახმარება არ შეჩერდება, ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის იზოლაციას და მისი ფინანსების შესუსტებას

უკრაინის დახმარება არ შეჩერდება. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის იზოლაციას და მისი ფინანსების შესუსტებას, - ასე აფასებს ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლა "ტვიტერის" გვერდზე, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ახალ პაკეტს.

მეცოლას თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტი კიდევ უფრო მეტად აძლიერებს არსებულ სანქციებსა და მათ უფრო ეფექტურს ხდის.

"იმის გამო, რომ რუსეთის უკანონო შემოჭრიდან მალე 6 თვე შესრულდება, ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ დაღლილობა, უკრაინის დახმარება არ შეჩერდება. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის იზოლაციას და მისი ფინანსების შესუსტებას. დღევანდელი პაკეტი აძლიერებს მიმდინარე სანქციებს და ხდის მათ უფრო ეფექტურს", - წერს მეცოლა.

ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები რუსეთის წინააღმდეგ მორიგ, გაძლიერებულ სანქციებზე შეთანხმდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა