დავით არახამიას ინფორმაციით, უკრაინის გენერალური პროკურორი 10 დღის განმავლობაში დაინიშნება

უკრაინის პარლამენტის მმართველი პარტია "ხალხის მსახურის" ფრაქციის ხელმძღვანელ დავით არახამიას ინფორმაციით, ქვეყნის ახალი გენერალური პროკურორი 10 დღის ვადაში დაინიშნება. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.

"მომავალი 10 დღის განმავლობაში ჩვენ ველით, ახალი გენერალური პროკურორის დანიშვნას, რომლის ყველაზე პირველი და მნიშვნელოვანი ამოცანა სპეციალიზებული, ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელის დანიშვნა უნდა იყოს, როგორც ამას უკრაინის პრეზიდენტი მოითხოვდა", - წერს არახამია.

ცნობისთვის, 19 ივლისს, უკრაინის პრეზიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადას ქვეყნის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას თანამდებობიდან გათავისუფლების შუამდგომლობა წარუდგინა. იმავე დღეს, პარლამენტმა ინიციატივას მხარი დაუჭირა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა