ვოლოდიმირ ზელენსკი - გვაქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი ჩვენი ძალების ფრონტზე წინსვლისთვის და ოკუპანტებისთვის მნიშვნელოვანი დანაკარგების მიყენებისთვის

ვოლოდიმირ ზელენსკი - გვაქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი ჩვენი ძალების ფრონტზე წინსვლისთვის და ოკუპანტებისთვის მნიშვნელოვანი დანაკარგების მიყენებისთვის

ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი ფრონტზე ჩვენი ძალების წინსვლისთვის და ოკუპანტებისთვის მნიშვნელოვანი ახალი დანაკარგების მიყენებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, გამართა უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი შეხვედრა, რომელზედაც მოისმინეს უკრაინის თავდაცვის დაზვერვის უფროსის, კირილო ბუდანოვის, საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის, ალექსანდრ ლიტვინენკოს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის, თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტრისკის მოხსენებები.

„ჩვენ განვიხილეთ არსებული მდგომარეობა ფრონტის ხაზზე, უკრაინის გარშემო. ჩვენ განვსაზღვრეთ ამოცანები გარკვეულ ტაქტიკურ სფეროებში ჩვენი პოზიციების გასაძლიერებლად. ასევე საფუძვლიანად განვიხილეთ ჯარების თანამედროვე იარაღით უზრუნველყოფის საკითხი - მტერზე თავდასხმების ინტენსივობა ჯერ კიდევ გაზრდას საჭიროებს. შტაბის სხდომის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი ფრონტზე ჩვენი ძალების წინსვლისა და ოკუპანტებისთვის მნიშვნელოვანი ახალი დანაკარგების მიყენებისთვის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.