უკრაინის გენშტაბი - რუსული ძალები უგლეგორსკის თბოელექტროსადგურის შტურმს ახორციელებენ

რუსეთი აგრძელებს უგლეგორსკის თბოელექტროსადგურის მიმართულებით და პოკროვსკოეს მახლობლად შტურმის მცდელობას, ბრძოლა გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, სლავიანსკის მიმართულებით ოკუპანტებმა განახორციელეს საარტილერიო დაბომბვა დუბრავნის, ჩეპილის, ადამოვკას, კარნაუხოვკას, ნიკოლსკის, კურულკას, ხრესტიშჩსა და მაზანოვკას მახლობლად.

„დონეცკის მიმართულებით მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია კრამატორსკის და ბახმუტის მიმართულებებზე. ის ახორციელებს უკრაინული ჯარების პოზიციების სისტემატურ დაბომბვას კონტაქტის ხაზის გასწვრივ, რათა თავიდან აიცილოს რეზერვების სხვა მიმართულებით გადაყვანა. ცდილობს საბრძოლო და საწვავ-საპოხი მასალების შევსებას“, - ნათქვამია ანგარიშში.

გენშტაბის ცნობით, კრამატორსკის მიმართულებით მტერმა ტანკებიდან და არტილერიიდან ცეცხლი გახსნა დონეცკის, სერებრიანკას, ვერხნეკამენსკის, სპორნის და ივანო-დარივკას მახლობლად. ამ უკანასკნელთან ავიადარტყმაც განხორციელდა. მოწინააღმდეგე ახორციელებს თავდასხმის ოპერაციებს ვერხნეკამენკა-ვერხნეკამენსკოეს მიმართულებით, ბრძოლა გრძელდება.

„ბახმუტის მიმართულებით, ჩვენს ჯარებს ცეცხლი გაუხსნეს ბერესტოვეს, ბახმუტის, კონსტანტინოვკას, ბელოგოროვკას, პოკროვსკოეს, კოდემას, ვესელაია დოლინას, ნიუ-იორკის, იაკოვლევკას, ვასიუკივკას, კლიშჩეევკას დასახლებებისა და უგლეგორსკის თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, თავდასხმის ოპერაციები დასრულდა მტრის დანაკარგებით დოლომიტნოე-ნოვოლუგანსკოეს და სტრიაპოვკა-სოლედარის მიმართულებებით. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების ქვედანაყოფებს უკან დახევა აიძულეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა