რატი იონათამიშვილი - პრეზიდენტის შეფასებები უხერხულია - საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთს საქმეს საქმეზე ვუგებთ

პრეზიდენტის შეფასებები უხერხულია - საერთაშორისო სასამართლოებში ჩვენ რუსეთს საქმეს საქმეზე ვუგებთ, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ „რუსეთს უფრთხილდება“.

იონათამიშვილის თქმით, პრეზიდენტის შეფასებები საკითხზე უსაფუძვლოა.

„ძალიან უხერხულია, როცა იმ გუნდის მიმართ ასეთ შეფასებებს აკეთებს პრეზიდენტი, რომელმაც რუსეთს მოუგო სასამართლო საქმე სტრასბურგის სასამართლოში, რაც ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ასევე წარმატებას მივაღწიეთ ჰააგის სასამართლოში ანუ საერთაშორისო სასამართლოებში ჩვენ რუსეთს საქმეს საქმეზე ვუგებთ,“ - განაცხადა იონათამიშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „უხერხულია, როცა საქართველოს პრეზიდენტი ვერ ერკვევა საპარლამენტო რესპუბლიკაში იმ უფლებამოსილებების ზღვარში, რომელიც მას გააჩნია“.

„გამოჩნდა, რომ ვერ ერკვევა ამ საკითხებში და შეიძლება ესეც იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმ გაურკვეველი ქმედებების, რომელიც ამ მხრივ აქვს. ასევე მიუღებელია ჩვენი ელჩის რეპუტაციაზე ამ მხრივ საუბარი, რომელიც არის ძალიან პროფესიონალი, ძლიერი საქმის მცოდნე ადამიანი და ამ ქვეყნის პატრიოტი,“ - განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისათვის, სალომე ზურაბიშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ როცა ხელისუფლება "ლანძღავს ელჩებს, ლანძღავს ევროპარლამენტარებს, გაუგებარია, ჩვენ საითკენ მივდივართ. „რუსეთს ვუფრთხილდებით როგორც არასოდეს, „ვაიმე, რამე არ ვთქვათ“ და „ვაიმე, არ ვაწყენინოთ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამასთან, როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მაშინ, როცა მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოში ელჩების დანიშვნაზე უარის თქმის გამო უჩივლა, ყველა ელჩის ოფიციალურ წარდგენაზე ხელი მოწერილი ჰქონდა, გაეროში დავით ბაქრაძის კანდიდატურა კი მთავრობამ მას 15 ივლისს წარუდგინა. მისივე განმარტებით, ერთი ნაწილია კონსულტაციები, კონფიდენციალური ნაწილი, სადაც ხდება შეთანხმება და მეორე ნაწილია ოფიციალური წარდგენა. ზურაბიშვილი ამბობს, რომ პროცესი ბაქრაძეზე გაიჭედა. "ელჩი, რომელსაც კონტაქტები არ აქვს, არ დაუწერია არცერთი სტატია, არცერთ ტელევიზიაში არ გამოსულა, ჩემი აზრით, არ უნდა იყოს დანიშნული გაეროში,"- განაცხადა ზურაბიშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები