რუსებმა კიროვოგრადში სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

კიროვოგრადის ოლქში რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა აეროდრომი და „უკრზალიზნიცის“ ერთ-ერთი ობიექტი, არიან დაღუპულები და დაშავებულები, - ამის შესახებ კიროვოგრადის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრია რაიკოვიჩი „ტელეგრამზე“ იუწყება.

„მტერმა „კანატოვოს“ სამხედრო აეროდრომს და „უკრზალიზნიცის“ ერთ-ერთ ობიექტს დაარტყა. არიან დაღუპულები და დაშავებულები“, - აცხადებს რაიკოვიჩი.

მისი თქმით, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები.

რაიკოვიჩი აცხადებს, რომ რუსებმა ოლქს 13 რაკეტით დაარტყეს.

უკრაინული მედიის ცნობით, დღეს დილით რუსულმა ძალებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს მიკოლაივზეც, რის შედეგადაც სასაწყობე ფართს ცეცხლი გაუჩნდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა