რუსებმა სუმის ოლქი დაბომბეს, არიან დაშავებულები

რუსულმა ძალებმა დღეს დილით სუმის ოლქს ცეცხლი არტილერიიდან, ნაღმტყორცნებიდან და ყუმბარმტყორცნებიდან გაუხსნეს, - ამის შესახებ სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დმიტრო ჟივიცკი „ტელეგრამზე“ იუწყება.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
დმიტრო ჟივიცკის ცნობით, რუსებმა იუნაკოვსკაიას, მიროპოლსკაიას, ბელოპოლსკაიას, ხოტინის დასახლებები დაბომბეს.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციის სამხედროები ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებს ყოველდღე ბომბავენ.

























