უკრაინაში აშშ-ის ელჩი - რუსეთი ოდესას სურსათის ექსპორტზე ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 საათზე ნაკლებ დროში ურტყამს - მან პასუხი უნდა აგოს

უკრაინაში აშშ-ის ელჩი - რუსეთი ოდესას სურსათის ექსპორტზე ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 საათზე ნაკლებ დროში ურტყამს - მან პასუხი უნდა აგოს

უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი ოდესის პორტზე რუსული ძალების თავდასხმას ეხმაურება.

„აღმაშფოთებელია. რუსეთი საპორტო ქალაქ ოდესას სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტზე ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 საათზე ნაკლებ დროში ურტყამს. კრემლი აგრძელებს სურსათის იარაღად გამოყენებას. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს“, - წერს ელჩი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთმა და უკრაინამ, გაეროსა და თურქეთის შუამავლობით, ხელი მოაწერეს შეთანხმებას ექსპორტის განახლების მიზნით შავი ზღვის პორტების გახსნის შესახებ. დღეს, რუსულმა ძალებმა ოდესის პორტის ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.