ოლექსი რეზნიკოვი - გამარჯვების შემდეგ, ხარკოვი საუკეთესო ადგილი იქნება რუსეთის ტრიბუნალისთვის

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ხარკოვი რუსეთისთვის ტრიბუნალის მოსაწყობად სწორი ადგილი იქნება.

„სალტივკა ხარკოვში არის ყველაზე დიდი საცხოვრებელი რაიონი უკრაინაში, მოსახლეობის მიხედვით, როგორც მარიუპოლი. ახლა ეს არის ოკუპანტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაულის ადგილი. ხარკოვი არის ცივილიზაციის პირველი საგუშაგო მორდორთან საზღვარზე. გამარჯვების შემდეგ, ეს იქნება სწორი ადგილი რუსეთის ტრიბუნალისთვის“, - წერს რეზნიკოვი „ტვიტერზე“.

ხარკოვი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მუდმივი დაბომბვის ერთ-ერთი სამიზნეა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა